საფეხბურთო კლუბ „თელავს“ გიორგი ჭელიძე გაწვრთნის. ამის შესახებ კახური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
35 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს „შევარდენში“ დაიწყო, შემდეგ კი ტყიბულის „მეშახტეს“, ქობულეთის „შუქურასა“ და „საბურთალო 2-ს“ წვრთნიდა. „თელავში“ მისი ასისტენტები ლევან ხომერიკი და თამაზ ოდიკაძე იქნებიან.
გიორგი ჭელიძეს საკმაოდ კარგი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და თბილისის "მერანი-91-ს", თბილისის "ოლიმპის", "თბილისის", ბათუმის "დინამოს", მოსკოვის "ლოკომოტივის", ლუგანსკის "ზორიას", ბოლნისის "სიონის", "ზესტაფონი", რუსთავის "მეტალურგის", ბაქოს "ნეფთჩის", თურქეთის "სამსუნსფორის", ისრაელის "სექციასა“ და თბილისის "ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა.