ჩოგბურთი

23:16 | 20.01.2022 | ნანახია 514 - ჯერ

მესამე ნომრით მოთამაშე მუგურუზა ავსტრალიის ღიას გამოეთიშა

უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონი, გარბინე მუგურუზა, ვინც ავსტრალიის ღია პირველობაზე, მესამე ნომრად იყო განთესილი, ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა. ის ფრანგ ალის კორნესთან შეხვედრაში, 6-3, 6-3 დამარცხდა.

„ვფიქრობ, დღეს დიდებულად ვითამაშე. გარბინე მებრძოლი მოთამაშეა და თუ მასთან შეხვედრისას, მობილიზებული არ ხარ, საწადელს ვერ მიაღწევ“, - განაცხადა კორნემ, ვინც მომდევნო ეტაპზე, ბრიტანელ ჰიტერ უოტსონსა და სლოვენიელ ტამარა ზიდანშეკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ფრანგმა შეხვედრა აგრესიულად დაიწყო და დასაწყისშივე ბრეიკს მიაღწია. მუგურუზამ, ვისაც ავსტრალიის ღიას ფინალში 2020 წელს აქვს ნათამაშები, ვერაფრით შეძლო საპასუხო ბრეიკის აღება. კორნე შემტევ ჩოგბურთს თამაშობდა და შეცდომებსაც იშვიათად უშვებდა, რითაც ესპანელს საპასუხო ბრეიკის აღების შანსი მოუსპო.

მეორე სეტიც ანალოგიური სცენარით წარიმართა. მუგურუზა ამჯერად თავგანწირვით თამაშობდა, მაგრამ შეცდომების გამო, მიზანს ვერ მიაღწია. შეცდომების დაშვებას კი კორნე აიძულებდა, ვინც ბოლომდე შეუჩერებელი იყო.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:55 | 19.10.2021
Kobe Bean (21683)

სასწრაფოდ მოვითხოვ ზიზუს პსჟ-ს ტრენერად დანიშვნას)))

16:53 | 19.10.2021
Kobe Bean (21683)

ეს გონია დინამოსაც დაცვაში დაუჯდება.აზრზე არაა ტიპი და ხალიფას მო..ან გამჩენი ჯერ იმის გამო ბარსა დაანგრია(ნეი-ლეო წაგვართვა) და მერე ახლა იმის გამო რომ ეს მზე ყავს ტრენერად

16:51 | 19.10.2021
Kobe Bean (21683)

ეს რა მზეა მოგეშლება კაცს ნერვები.ხო ლაიპციგს დაუჯექით დაცვაში.მოაშორონ დროზე თუ უნდათ ლიგის მოგება

0.065928
514