ლივერპულის „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელად შესაძლოა ფაბიო კანავარო დაინიშნოს. ამის შესახებ Football-Italia იტყობინება.
რაფაელ ბენიტესის გათავისუფლების შემდეგ ინგლისურ გუნდს დროებით დანკან ფერგიუსონი წვრთნის, მაგრამ კლუბი აქტიურად ეძებს ახალ მთავარ მწვრთნელს.
კანავაროს აქამდე ევროპაში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია და ცოტა ხნის წინ პოლონეთის ნაკრების გაწვრთნა იუარა. ფაბიოს გაერთიანებულ საამიროებში „ალ აჰლი“, საუდის არაბეთში „ალ ნასრი“, ჩინური კლუბები, „გუანჯოუ“ და „ტიანჯინი“, ასევე ჩინეთის ნაკრები გაუწვრთნია. ამჟამად 48 წლის სპეციალისტი უმუშევარია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ცოტა ასაკშიც არი
ნელ ნელა გამოასწორებს ყველაფერს
არაუშავს
(((34 წლის გოლიათმა გაზაფხულის მეორე სუპერტურნირი მარცხით დაიწყო))))-------გოლიათი????? მოპარული მეშოკივით კი დაათრევენ