ფეხბურთი

19:02 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გავი "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელი გავი კლუბთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ცნობილი ინსაიდერის ინფორმაციით, გავის დიდი ხანია კატალონელებთან შეთანხმება მიღწეული აქვს და უახლოეს ხანებში ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.

17 წლის გავი „ბარსელონას“ მთავარ გუნდში 2020 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას გასულ წელს დებიუტი ესპანეთის ნაკრებშიც ჰქონდა, რომლის მაისურით 4-ჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114976