ფეხბურთი

12:24 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

რანგნიკი: „არ ველოდი რონალდუ თუ ჩამეხუტებოდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა, ჟურნალისტებს ნაწყენი კრიშტიანუ რონალდუსთან მატჩისშემდგომი საუბრის შესახებ უამბო. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ პრემიერლიგის მე-17 ტურის გადატანილ შეხვედრაში „ბრენტფორდს“ 3:1 სძლია.

71-ე წუთზე რონალდუ მარკუს რაშფორდით შეცვალეს, რამაც პორტუგალიელი დიდვარსკვლავის აღშფოთება გამოიწვია. ის ტრიბუნაზე მყოფიც კი კარგა ხანს ვერ წყნარდებოდა.

„მან მკითხა: რატომ შემცვალე? ვუპასუხე, რომ ასე გუნდის ინტერესების გათვალისწინებით მოვიქეცი.

გადავწყვიტე ხუთი მცველით გამეგრძელებინა თამაში. კიდევ, ერთი დასვენებული, სწრაფი გარემარბი, რაშფორდი შევიყვანე მინდორზე. ვფიქრობ, ჩანაფიქრმა გაამართლა.

კრიშტიანუ ძალიან გაბრაზებული გახლდათ შეცვლის გამო. მესმის მისი, ბომბარდირია, მინდორზე ყოფნა და გოლების გატანა სურს. მაგრამ მთავარი იყო კომპაქტურად გვეთამაშა, დასვენებული ფეხბურთელები გამოგვეყენებინა და დაცვა გაგვემაგრებინა.

მატჩის შემდეგ ვუთხარი: მომისმინე, მესმის, რომ ამბიციური ხარ, გოლების გატანა გინდა. ვიცი ბომბარდირების ხასიათი, მაგრამ ამჯერად გუნდის ინტერესების გამო შეგცვალე. შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ შენც გახდე მწვრთნელი და დარწმუნებული ვარ, მსგავს სიტუაციაში ასევე მოიქცევი. არ ველოდი თუ ჩამეხუტებოდა.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Manchester Evening News.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113195