კალათბურთი

11:20 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანამ" "ლეიკერსს" მოუგო, გოგა ბითაძეს სათამაშო დრო ისევ შეუზღუდეს

NBA-ში „ინდიანა პეისერსმა“ ოთხმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ სტუმრად 111:104 დაამარცხა. „პეისერსმა“ პირველი პერიოდი 9 ქულით წააგო, მაგრამ შემდეგ თამაში გააუმჯობესა, დარჩენილ სამივე პერიოდში აჯობა მეტოქეს და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.

„კლიპერსთან“ წინა მატჩისგან განსხვავებით, რომელშიც გოგა ბითაძემ 25 წუთში 17 ქულა მიითვალა, ამჯერად ქართველ ცენტრს სათამაშოდ მხოლოდ 3 წუთი დაუთმეს. ხსენებულ მწირ დროში მან 3 ქულა, 1 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. გოგამ 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ინდიანაში“ საუკეთესო კარის ლევერტი იყო 30 ქულით და 8 მოხსნით, „ლეიკერსში“ კი ლებრონ ჯეიმსმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 30 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი.

„ინდიანა პეისერსს“ 16 მოგებით და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 21 იანვარს სტუმრად „გოლდენ სტეიტ უორიორზთან“ გამართავს.

0.119563