ფეხბურთი

10:52 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის თასზე „ინტერმა“ „ემპოლი“ დამატებით დროში დაამარცხა

იტალიის თასის მერვედფინალში „ინტერმა“ „ემპოლის“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. თუმცა, სტუმრებმა კინაღამ სენსაცია მოახდინეს და ქვეყნის ჩემპიონი ტურნირიდან გამოთიშეს.

უკვე დამატებული წუთები მიმდინარეობდა და „ემპოლი“ 1:2 იგებდა, როცა ანდრეა რანოკიამ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

სტეფანო სენსიმ გამარჯვების გოლი 104 წუთზე გაიტანა.

მეოთხედფინალში „ინტერი,“ „რომასა“ და „ლეჩეს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, რომლებიც ერთმანეთს 21 იანვარს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108983