ოთხშაბათს, პრემიერლიგის მე-17 ტურის გადატანილ მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ბრენტფორდი“ 3:1 დაამარცხა. როგორც პორტალი OptaJoe გვამცნობს ტვიტერში, მანკუნიანელები პირველი გუნდი გახდენენ პრემიერლიგაში, რომლებმაც 300 გასვლითი მატჩის მოგება შეძლეს.
შემდეგ მოდიან „ჩელსი“ (259), „არსენალი“ (246), „ლივერპული“ (239) და „მანჩესტერ სიტი“ (188).
21 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, 35 ქულით „მანჩესტერი“ ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში მე-7 ადგილზეა.