ავტოსპორტი

3:15 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-მა შეიძლება 2022 წელს სპრინტ რბოლებზე უარი თქვას

არაა გამორიცხული, რომ ფორმულა 1-ის 2022 წლის სეზონი, სპრინტერული საკვალიფიკაციო რბოლების გარეშე ჩატარდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდები ამ ფორმატს არ დათანხმდებიან.

სპრინტერული კვალიფიკაციები, სულ სამი, პირველად შარშან ჩატარდა და დიდი ინტერესი გამოიწვია. ახალი სეზონისთვის, ასეთი რბოლების რიცხვის გაორმაგება იგეგმება. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ათიდან რვა გუნდმა თანხმობა განაცხადოს.

„მაკლარენის“ შეფი ზეკ ბრაუნი ფიქრობს, რომ რვა გუნდისგან თანხმობის მიღება რთული იქნება, რასაც მათ თავიანთი მყარი არგუმენტები აქვთ. საქმე ისაა, რომ სპრინტერულ რბოლებში მონაწილეობა, გუნდების ხარჯებს ზრდის. ამასთან იზრდება მანქანების დაზიანების შანსი. მათ კი გასულ სეზონში, ფ1-სგან საკმარისი კომპენსაცია არ მიუღიათ.

ბრაუნის თქმით, სპრინტერულ რბოლებზე დათანხმების სანაცვლოდ, გუნდების ნაწილი, საბიუჯეტო ჭერის გაზრდას მოითხოვს. თანხმობის არმიღების შემთხვევაში, ისინი სპრინტერული რბოლების გამართვას არ დათანხმდებიან.

თუ ფორმულა 1 საწადელს ვერ მიაღწევს, მაშინ სპრინტების დაბრუნებას 2023 წლის სეზონში ეცდება. ამჯერად კი გუნდების ნახევრის თანხმობაც საკმარისი იქნება.

თუ სპრინტ რბოლების რიცხვი გაიზრდა, ასეთი რბოლები ბაჰრეინის, ემილია რომანიას, კანადის, ავსტრიის, ჰოლანდიის და ბრაზილიის დიდ პრიზებზე გაიმართება.

ფორმულა 1-ის ახალი სეზონი სტარტს 20 მარტს, ბაჰრეინში აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118391