არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია "ალბისელესტეს" ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.
შემადგენლობაში ვერ მოხვდა პსჟ-ს შემტევი ლიონელ მესი. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ლიონელის არგამოძახების შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა ეს ფაქტი მესის ბოლოდროინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას შესაძლოა უკავშირდებოდეს - სამხრეთამერიკელი კორონავირუსისგან ახლახანს გამოჯანმრთელდა და გუშინ დაიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში.
არგენტინა მუნდიალის შესარჩევ მატჩებს ჩილესთან (28 იანვარი) და კოლუმბიასთან (2 თებერვალი) გამართავს. არგენტინის ნაკრების ტვიტერის გვერდის ინფორმაციით, სკალონის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ფრანკო არმანი ("რივერ პლეიტი"), ესტებან ანდრადა ("მონტერეი"), ემილიანო მარტინესი ("ასტონ ვილა"), ხუან მუსსო ("ატალანტა");
მცველები: ნაუელ მოლინა ("უდინეზე"), ჰერმან პეცელა ("ბეტისი"), გონსალო მონტიელი ("სევილია"), ლუკას მარტინეს კუარტა ("ფიორენტინა"), ნიკოლას ტამენდი ("ბენფიკა"), ლისანდრო მარტინესი ("აიაქსი"), ნიკოლას ტალიაფიკო ("აიაქსი"), მარკოს აკუნია ("სევილია");
ნახევარმცველები: ნიკოლას გონსალესი ("ფიორენტინა"), ლუკას ოკამპოსი ("სევილია"), ლეანდრო პარედესი (პსჟ), გვიდო როდრიგესი ("ბეტისი"), როდრიგო დე პაული ("ატლეტიკო"), ჯოვანი ლო ჩელსო ("ტოტენჰემი"), ალეხანდრო გომესი ("სევილია"), ალექსის მაკ ალისტერი ("ბრაიტონი"), ემილიანო ბუენდია ("ასტონ ვილა");
თავდამსხმელები: ანხელ დი მარია (პსჟ), ანხელ კორეა ("ატლეტიკო"), ხულიან ალვარესი ("რივერ პლეიტი"), ლაუტარო მარტინესი ("ინტერი"), ხოაკინ კორეა ("ინტერი"), პაულო დიბალა ("იუვენტუსი").