ფეხბურთი

19:58 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ვარჯიში განაახლა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ლიონელ მესიმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. აღნიშნული ინფორმაცია პარიზული გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მესის იანვრის დასაწყისში კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამო სამი მატჩი გამოტოვა. 19 იანვრამდე სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114644