ფეხბურთი

16:05 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესს სტივენ ჯერარდი "ასტონ ვილაში" იწვევს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ლუის სუარესი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს.

ესპანური მედიის ცნობით, 34 წლის ფორვარდით სტივენ ჯერარდი პირადადაა დაინტერესებული და „ასტონ ვილაში“ მისი გადაბირება სურს. სუარესი „ატლეტიკოში“ ბედნიერი არაა და დიეგო სიმეონესთანაც კონფლიქტური ურთიერთობა აქვს, ამიტომაც, მისი ბირმინგემულ გუნდში გადასვლა გამორიცხული სულაც არაა.

აღსანიშნავია, რომ ჯერარდი და სუარესი „ლივერპულში“ თანაგუნდელები იყვნენ, ხოლო ინგლისელმა მწვრთნელმა ცოტა ხნის წინ „ბარსელონადან“ კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელი ფილიპე კოუტინიო დაიმატა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ლუის სუარესმა „ატლეტიკოს“ მაისურით 25 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113991