ფეხბურთი

15:28 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ბალოტელი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს

„ნიუკასლ იუნაიტედი“ მარიო ბალოტელით დაინტერესებულია. იტალიური მედიის ცნობით, ინგლისურ კლუბს 31 წლის თავდამსხმელის დამატება მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში სურს.

ბალოტელი თურქული „ადანა დემირსპორის“ ღირსებას იცავს და გავრცელებული ცნობით, „კაჭკაჭებმა“ თურქებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი ევროც შესთავაზეს.

მარიო ბალოტელიმ, რომელსაც პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ რიგებში უთამაშია, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

0.104036