ფეხბურთი

12:12 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის დაირაზმა და ნიდერლანდებში გაემგზავრა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა სადებიუტო ეკონტინენტის პირველობისთვის 17 ფეხბურთელი შეარჩია, სამატჩო განაცხადში კი მათგან 14-ის შერჩევა მოუწევს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი,თბილისი,საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი,საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი)

ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას ქალაქ გრონინგენში გამართავს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე D ჯგუფში იასპარეზებს. აღნიშნული ჯგუფიდან პლეი-ოფის ორი საგზურისთვის ესპანეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და საქართველო იბრძოლებენ.

ასათიანის გუნდის სადებიუტო მატჩს ევროპის ჩემპიონატზე, გრონინგენის მარტინი პლაზა 22 იანვარს უმასპინძლებს. მეტოქე კი აზერბაიჯანი იქნება. თამაში თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

ნიდერლანდებში არსებული კოვიდრეგულაციების გამო ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე მაყურებელთა დასწრება სრულად შეიზღუდა. ჩემპიონატს მედიის წარმომადგენელთა მცირე რაოდენობა გააშუქებს.

ევრო2022-ის მატჩები ამსტერდამში და გრონინგენში პარალელურად შედგება. ევროპის ჩემპიონატი დღეს, 20:30 საათზე, სერბეთი - პორტუგალიის მატჩით გაიხსნება. ევროპის მთავარი სანაკრებო ტურნირის მოსაგებად წელს ნიდერლანდებში სულ 16 ნაკრები იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

22 იანვარი | 17:30 |მარტინი პლაზა

საქართველო - აზერბაიჯანი

26 იანვარი | 20:30 | მარტინი პლაზა

ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო

29 იანვარი | 20:30 | მარტინი პლაზა

საქართველო - ესპანეთი

საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ყველა მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111494