ფეხბურთი

1:27 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

განა ჯგუფში ჩარჩა, აფრიკის თასზე პლეი-ოფის კიდევ ოთხი მონაწილე გაირკვა

აფრიკის ეროვნებათა თასზე მესამე ტურის მატჩები ორ ჯგუფში გაიმართა და პლეი-ოფის მონაწილეები გაირკვა.

B ჯგუფში სენეგალის ნაკრები მალავის უგოლოდ დაუზავდა. ამ შეხვედრაში 80 წუთი ითამაშა გორის „დილას“ ნახევარმცველმა ფრანცისკო მადინგამ. სენეგალი ჯგუფში 5 ქულით პირველ ადგილზე გავიდა და 1/16 ფინალში ითამაშებს. მალავიმ 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა, ჯერ ინარჩუნებს შანსს, რომ ჯგუფიდან გავიდეს. მეორე ადგილი ერგო ასევე 4 ქულით გვინეის ნაკრებს, რომელმაც ზიმბაბვესთან 1:2 წააგო, თუმცა, გვინეელები ჯგუფიდან გავიდნენ.

C ჯგუფში მაროკოს ნაკრები გაბონს დაუზავდა (2:2) და საბოლოოდ, 7 ქულით ჯგუფში პირველობა არ გასჭირვებია. თავის მხრივ, პლეი-ოფში გაბონიც გავიდა, რომელმაც 5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. კომოროსის ნაკრებმა განას 3:2 მოუგო და 3 ქულით მესამე ადგილზე გავიდა, ის ჯგუფური ტურნირის დასრულებას უნდა დაელოდოს, მაგრამ უკვე სამ ჯგუფში დასრულდა ასპარეზობა და კომოროსს მესამეადგილოსნებში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. აი, განის ნაკრები 1 ქულით ბოლო ადგილს დასჯერდა და აფრიკის თასს უკვე დაემშვიდობა.

აფრიკის ეროვნებათა თასის 1/16 ფინალის საგზური უკვე მოიპოვეს კამერუნმა, ბურკინა ფასომ, სენეგალმა, გვინეამ , მაროკომ და გაბონმა.

0.115112