აშშ-ის ღია პირველობის ბრიტანელმა ჩემპიონმა ემა რადუკანუმ, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში, ამერიკელ სლოან სტივენსს 6-0, 2-6, 6-1 მოუგო. დასაწყისი ბრიტანელმა თინეიჯერმა მშრალად მოიგო, რისთვისაც ოდენ 17 წუთი იმყოფინა. მან მეტოქეს მხოლოდ ოთხი ქულა დაუთმო.
მეორეში გამოცდილმა ამერიკელმა, ვისაც აშშ-ის ღია 2017 წელს აქვს მოგებული და რეიტინგში მესამე ადგილი ეკავა, სეტებში ანგარიში მალევე გაქვითა. როცა ანგარიში 2-2 იყო, ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და ანგარიში გაათანაბრა. ამაში მას ხელი მე-17 ნომრად განთესილი მეტოქის შეცდომებმაც შეუწყო ხელი.
რადუკანუ გადამწყვეტ სეტში გაცილებით გაწონასწორებული იყო. შეცდომებსაც უკლო და მეტოქესაც უფრო აგრესიული თამაში დაუპურუსპირა. მის მიერ ხაზიდან შესრულებულ დარტყმებს, სტივენსი ვერაფრით პასუხობდა. მესამე სეტში ბრიტანელი მალე 5-0 დაწინაურდა და თითქოს, პირველი სეტის მშრალი შედეგის გამეორება გარდავუალი იყო. მაგრამ ამერიკელმა თავის მოწოდებაზე ერთი გეიმის მოგება მოახერხა. თავის მოწოდბაზე, რადუკანუმ მეექვსე ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაგრამ პირველივე მატჩ პოინტი გამარჯვებად აქცია.
„რთული შეხვედრა იყო. ათლეტური მეტოქე მყავდა და მიხარია, რომ მისი დამარცხება შევძელი. პირველ სეტში ცოტა შეცდომა დავუშვი. არ მგონია, ანგარიში იმ დაძაბულობას ასახავდეს, რაც შეხვედრის განმავლობაში გვქონდა“, - განაცხადა რადუკანუმ, ვინც აშშ-ის ღიაზე საკვალიფიკაციო ტურნირიდან მოხვდა და ჩემპიონი ისე გახდა, სეტიც არ დაუთმია.