ფეხბურთი

20:28 | 18.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირის გოლი და ორი საგოლე პასი ამხანაგურ მატჩში (+VIDEO)

პოლონური „ლეხი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას აგრძელებს და მორიგი ამხანაგური მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიური „შკუპის“ წინააღმდეგ გამართა, რომელსაც 4:1 აჯობა.

ნიკა კვეკვესკირმა მე-60 წუთამდე ითამაშა, საკუთარ გუნდს გოლით და 2 საგოლე პასით დაეხმარა. ნიკამ ანგარიში 33-ე წუთზე გახსნა, ხოლო შემდეგ საგოლე პასები ანტონიო მილიჩსა და ფილიპ მარჩვინსკის გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ნახევარმცველმა წინა სპარინგში ოსტრავას „ბანიკთანაც" მოახერხა გოლის გატანა.

შეგახსენებთ, პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში კვეკვესკირს 17 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვთ აქტივში, „ლეხი“ კი 19 ტურის შემდეგ 41 ქულით ლიდერია. სხვათა შორის, პოლონური გუნდი 20 იანვარს ამხანაგურ მატჩს „დინამო ბათუმის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113676