ფეხბურთი

13:21 | 18.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

რანგნიკი მზადაა მარსიალს შეურიგდეს, მაგრამ...

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი, მზადაა გუნდის თავდამსხმელ ანტონი მარსიალს შეურიგდეს - გვამცნობს ESPN.

საქმე ის არის, რომ „ასტონ ვილასთან“ პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩის წინ (2:2), რანგნიკმა თქვა, რომ მარსიალს განაცხადში ყოფნა არ უნდოდა. ამაზე ფრანგი გაბრაზდა და მიუგო: უკვე შვიდი წელიწადია გუნდში ვარ და არასოდეს მითქვამს უარი თამაშზე. ასეთ უპატივცემულობას კლუბის მიმართ როგორ ვიკადრებდიო.

რანგნიკი ესაუბრა ფეხბურთელს და უთხრა, რომ გაუგებრობა მოხდა. მას არასოდეს შეუტანია ეჭვი მარსიალის კეთილსინდისიერებაში. უბრალოდ, მიაჩნდა, რომ იმ დღეს სათამაშოდ მზად არ იყო.

ბრიტანულ ტაბლოიდებში კი გამოჩნდა ინფორმაცია, მარსიალს „მანჩესტერიდან“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა წასვლაო.

0.133482