მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას აგენტმა, კარიმ ჯაზირიმ, განაცხადა, რომ ფრანგის FIFPro-ს წლის სიმბოლურ ნაკრებში არშეყვანა, ფეხბურთის შეურაცხყოფაა.
„ბენზემას წლის სიმბოლურ ნაკრებში არშეყვანა ფეხბურთის შეურაცხყოფაა. მაგრამ ვიცით, რომ ფიფას ფეხბურთი არ ადარდებს, თანაც უკვე დიდი ხანია.“ - წერს ტვიტერში ჯაზირი.
ამჯერად სიმბოლური ნაკრების თავდასხმა ასეთი იყო: ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი, ერლინგ ჰოლანდი, კრიშტიანუ რონალდუ.