NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდი“ „დელავარე ბლუ ქოათს“ დაუპირისპირდა, რომელსაც გუშინაც შეხვდა და ზედიზედ მეორედ წააგო - 118:125.
თუმცა, ქართველ კალათბურთელს კარგი თამაში ჰქონდა და ორმაგი დუბლი შეასრულა. გიორგიმ 19 წუთში 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 10-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია.
„გრანდ რაპიდს გოლდმა“ რეგულარულ სეზონში ზედიზედ სამი მოგების შემდეგ მიჯრით მესამედ წააგო და მერვე ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო შეხვედრას კი 21 იანვარს, შინ „მოტორ სიტისთან“ გამართავს.