ფეხბურთი

22:11 | 17.01.2022 | ნანახია 0 - ჯერ

აფრიკის თასზე პლეი-ოფის ორი მონაწილე გაირკვა

აფრიკის ეროვნებათა თასზე A ჯგუფში ასპარეზობა დასრულდა და შესაბამისად, უკვე ცნობილია ორი გუნდი, რომელიც 1/16 ფინალში ითამაშებს.

მასპინძელ კამერუნს პლეი-ოფში თამაში საწყის ორ ტურში გამარჯვებებით ისედაც განაღდებული ჰქონდა, მას კი ბურკინა ფასო შეუერთდა.

კამერუნი ბოლო ტურში კაპე ვერდეს დაუზავდა, ხოლო ბურკინა ფასო ეთიოპიას - ორივე მატჩი 1:1 დასრულდა.

შედეგად, კამერუნის ნაკრებმა ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ბურკინა ფასომ 4 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი ერგო. ასევე 4 ქულით დაასრულა ასპარეზობა კაპე ვერდემ, მაგრამ ბურკინა ფასომ ბურთების ბალანსით აჯობა. კაპე ვერდეს შანსი აქვს, პლეი-ოფში როგორც მესამეადგილოსანი გავიდეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ასპარეზობა სხვა ჯგუფებში უნდა დასრულდეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:35 | 09.04.2013
mushni (93569)

ლეო ბარსა გაგიხევს ლაყუჩებს......

18:26 | 08.04.2013
matheuslebeau (110)

stripslashes((strlen('http://patara.ge/contest.php?p=1')>0?'http://patara.ge/contest.php?p=1':'http://patara.ge/contest.php?p=1')) აქ გიოს 5 იანი დაუწერეთ რა ბარასს ფორმითაა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065442