„მანჩესტერ იუნაიტედი“ სეზონის ბოლომდე ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნაზე განიხილავს. ამის შესახებ Manchester Evening News-ი იტყობინება.
"აიაქსის " თავკაცი ერიკ ტენ ჰეგი და " პარი სენ-ჟერმენის" მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო "მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ პრიორიტეტულ ვარიანტებს წარმოადგენენ. ასევე „წითელი ეშმაკების“ სიაშია ბრენდან როჯერსია, რომელიც ამჟამად „ლესტერ სიტის“ ხელმძღვანელობს.
ინგლისურ გრანდში სურთ მუდმივი მწვრთნელის დანიშვნა, რაც მალე, მით უკეთესი - პრინციპით, რათა ახალმა მწვრთნელმა შეძლოს ადაპტაცია და მოემზადოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედს“ დროებითი რალფ რანგნიკი ხელმძღვანელობს , რომელიც მომავალ ზაფხულს მანკუნიელთა კლუბის სტრუქტურაში დაიკავებს პოზიციას.