თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელად ლაშა ჭაღიაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია დედაქალაქური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ჭაღიაშვილი „ლოკომოტივში“ უკვე 10 წელზე მეტია, რაც მუშაობას, ამჯერად კი მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა და გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის „ლოკომოტივი“ ფინანსური კრიზისის გამო მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელების უმეტესობამ დატოვეს. ეროვნული ლიგის პირველ ტურში ჭაღიაშვილის გუნდი „თელავს“ 27 თებერვალს დაუპირისპირდება.