სხვა

12:46 | 17.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი კოტონოვაკასთან დამარცხდა და კვლავ უარყოფით ბალანსზე გავიდა (+VIDEO)

ზედიზედ 2 გამარჯვების შემდგომ, მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-14 მაეგაშირა კოტონოვაკას შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის იაპონელს 7:2-ზე ბალანსი აქვს და მიტაკეუმისა (9:0) და ტერენოფუჯის (8:1) შემდეგ გამარჯვებისთვის იბრძვის. ამიტომაც მისთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

თავის მხრივ, მოგების შემთხვევაში ჩვენებურს წლის პირველ სუპერტურნირზე პირველად ჰქონდა დადებით ბალანსზე გასვლის შანსი, რომელიც ვერ გამოიყენა. ეს წყვილის მე-6 დაპირისპირება იყო და კოტონოვაკამ ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა - 3:3-ზე.

ამროგად, ტოჩინოშინს 4 მოგების საწინააღმდეგოდ 5 მარცხი დაუგროვდა და დადებითი შედეგისთვის დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან ოთხის მოგება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქვედა ლიგაში დაქვეითდეს.

გორგაძის მომდევნო მეტოქე შოჰოზანი იქნება, რომელიც ცუდ ფორმაშია და დიდი ალბათობით ჩვენებური ხვალ კვლავ თანაბარ ბალანსზე გასვლას ეცდება. იაპონელს იანვრის ტურნირზე 3:6-ზე ბალანსი აქვს, ხოლო ტოჩისთან ურთიერთშეხვედრებშო ქართველი გოლიათს დიდი უპირატესობა გააჩნია - 16:9-ზე.

0.116584