ლივერპულის „ევერტონმა“ რაფაელ ბენიტესი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ესპანელის ხელმძღვანელობით „ევერტონის“ შედეგები ბოლო დროს კრიტიკული იყო, რამაც კლუბის ხელმძღვანელობას ეს ნაბიჯი გადაადგმევინა. ცნობისთვის, ლივერპულელებმა პრემიერლიგის ბოლო 13 მატჩში ერთადერთხელ იმარჯვეს.
რაფაელ ბენიტესი „ლივერპულში“ გატარებული პერიოდის გამო, გულშემატკივრებსაც არ მოსწონდათ და მის დანიშვნასაც სკანდალი მოჰყვა. ესპანელი „ევერტონს“ გასული ზაფხულიდან ავარჯიშებდა.