სხვა

18:23 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძემ გულშემატკივრებსა და კორეელ ზომბს მიმართა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ ინსტაგრამსთორი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

გარდა ამისა, უპასუხა ჩან იუნ სონს, იგივე კორეელ ზომბს, რომელმაც ჭიკაძის მარცხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ირონიული ემოჯი გამოიყენა:

„მადლობა ჩემს ნამდვილ გულშემატკივრებს. ყველანი მიყვარხართ. გპირდებით, რომ სწრაფად დავბრუნდები. ირგვლივ ბევრი ყალბი ადამიანია, მაგრამ არა უშავს. აქვე, კორეელი ზომბის დედაც! ბედნიერი მაშინ უნდა იყო, როცა ვიღაცას შენ მოუგებ. იაფასიანო ნაბ****რო“, - წერს ჭიკაძე.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ კელვინ კატართან ხუთი რაუნდი იბრძოლა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. 33 წლის ქართველ მებრძოლს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს მოგებული და პირველად დღეს წააგო. ჭიკაძე ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგში მერვე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.397899