ფეხბურთი

17:01 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვალერი აბრამიძე: "ლეგიონერების ლიმიტის გამო გუგეშაშვილს "ყარაბაღში" გაუჭირდება"

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ვალერი აბრამიძემ, რომელსაც ბაქოს „ნეფთჩისა“ და ბაქოს „ინტერში“ უთამაშია, Azerisport-თან ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღში“ ტრანსფერი შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, ლუკა კარგი მეკარეა და თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას, მაგრამ ლეგიონერების ლიმიტის გამო გაუჭირდება.

„გუგეშაშვილს საქართველოში სერიოზული რეპუტაცია აქვს. ესპანურ „გრანადაში“ თამაშობდა, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი და საკმაოდ პერსპექტიული მეკარეა. „ყარაბაღში“ მისი გადასვლა წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია. შეუძლია გუნდისთვის სასარგებლო იყო, მაგრამ ლეგიონერების ლიმიტის გამო გაუჭირდება. პლუს, აზერბაიჯანის ნაკრების პირველ მეკარე შაჰრუდინ მაგომედალიევთან კონკურენცია ელის. ამ ყველაფერს წააწყდება.

რატომ შეექმნება ლეგიონერების ლიმიტის პრობლემა? არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მათი მატჩების უმეტეს შემთხვევაში „ყარაბაღი“ დომინირებს. ასეთ შემთხვევაში ლეგიონერი მეკარის დაყენება, როდესაც შენი შემტევი ძალა თითქმის სულ უცხოელებისგან შედგება, ყოველთვის გონივრული არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ლუკა თავისი შანსის გამოყენებას ეცდება“, - თქვა აბრამიძემ.

შეგახსენებთ, ლუკა გუგეშაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, შემდეგ მან გორის „დილაში“, ესპანური „გრანადას“ მეორე გუნდსა და პოლონურ „იაგელონიაში“ ითამაშა, ხოლო გასული სეზონი იჯარით გორის „დილაში“ გაატარა და კარგი თამაშით საქართველოს ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა. „ყარაბაღი“ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 14 ტურის შემდეგ 33 ქულით ლიდერია, ამავდროულად უეფას კონფერენს ლიგაზე თამაშობს, სადაც მარსელის „ოლიმპიკს“ დაუპირისპირდება. გუგეშაშვილს „ყარაბაღში“ აზერბაიჯანის ნაკრების ორი მეკარე ეყოლება კონკურენტად - ემილ ბალაიევი და შაჰრუდინ მაგომედალიევი.

0.1068