დორტმუნდის „ბორუსიას“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ერლინგ ჰოლანდს უპასუხა. მოგეხსენებათ, მანამდე ნორვეგიელმა ფორვარდმა თქვა, რომ კლუბი მასზე ზეწოლას ახდენს და გადაწყვეტილების ახლა მიღებას სთხოვს.
„ჰოლანდის სიტყვებმა გაგვაოცა. არანაირი ვადები განსაზღვრული არ არის, მოლაპარაკებები ჯერ არც კი ყოფილა. თუმცა, ვადასტურებთ, რომ მომავალში მოლაპარაკებები გვინდა“, - თქვა ცორკმა.
შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდს“ 2020 წლის იანვარში შეუერთდა და 77 მატჩში 78 გოლის გატანა შეძლო. მას კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, მიმდინარე სეზონში კი 13 თამაშში თავი 15-ჯერ გამოიჩინა.