ფეხბურთი

15:27 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარსიალი: "ტყულია, თამაშზე უარი არ მითქვამს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ ენტონი მარსიალს კლუბში დარჩენა აღარ სურს. „წითელი ეშმაკების“ ფეხბურთელმა „ასტონ ვილასთან“ თამაშზე უარი თქვა. ამის შესახებ ნამატჩევს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა თქვა.

ბირმინგემელთა წინააღმდეგ „მანჩესტერს“ კრიშტიანუ რონალდუ და მარკუს რაშფორდი აკლდა, რაც მარსიალის თამაშის შანსს ზრდიდა, მაგრამ მან მოედანზე გასვლა იუარა და ცალსახად დააფიქსირა თავისი არჩევანი გუნდიდან წასვლის შესახებ.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია ფრანგმა უარყო: „არასდროს ვიტყვი „მანჩესტერში“ თამაშის შესაძლებლობაზე უარს. 7 წელია გუნდში ვარ და ასეთ უპატივცემულობას არ გამოვიჩენ. პატივს ვცემ კლუბსა და გულშემატკივრებს“, - ციტირებს ფაბრიციო რომანო მარსიალის სიტყვებს.

26 წლის ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ამიტომაც, მას კლუბის დატოვება მიმდინარე სატრანსფერო პერიოდშივე უნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122008