ჩოგბურთი

13:20 | 16.01.2022 | ნანახია NaN - ჯერ

საბოლოო გადაწყვეტილება: ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან დეპორტირებულია

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს. ავსტრალიის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი გახდა და სერბს დეპორტაცია გამოუწერეს.

ჩოგბურთელის ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ნოვაკმა საქმე წააგო. ამრიგად, მან ავსტრალიის ვიზა, რომელიც ბოლოს ემიგრაციის მინისტრა გაუუქმა, ვერ აიღო. უახლოეს მომავალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ავსტრალიიდან დეპორტირებული იქნება.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 9-გზის ჩემპიონია და დიდი სლემის 20 ტიტული აქვს მოგებული. მას ერთადერთი სლემი აშორებს როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის გადასასწრებლად, თუმცა, ამის გაკეთებას ავსტრალიაში ნამდვილად ვერ შეძლებს.

AUS Open-ი სტარტს 17 იანვარს აიღებს. ჯოკოვიჩი ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ ცხადია, ახლა ტურნირის ორგანიზატორებს მისი ჩანაცვლება მოუწევთ.

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ბრიტანელ ენდი მარის დაუპირისპირდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:48 | 28.10.2021
lagashi (6738)

ახლა ნაკრებში ისეთი სიტუაციაა კონკურენციის თვალსაზრისით, რომ რომელიმე ძიუდოისტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა რომ მოინდომოს შეიძლება არც არაფერი დააკლდეს ნაკრებს... როგორც ფეხბურთში ბრაზილიაა მოდებული მთელს მსოფლიოს, ისე უნდა მოვედოთ ძიუდოში

14:32 | 26.10.2021
KoRBeN DaLLaS (24848)

წლევანდელი გეგმა ჰაი-ჰაი რომ შესრულებულიც არის და გადასრულებულიც )) ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა !!!
ისე, მგონი ძალიან გადაახალისეს ჩვენი შემადგენლობა და ბექაურის გარდა კიდევ ბევრი არ იჭიდავეს. გოგოები საერთოდ არ მიდიანო, სადღაც წავიკითხე.

10:13 | 27.10.2021
fidofido (3392)

ეთოს გარდა გოგოები გინდა ტატამზე გასულან გინდა კუხნაში ისე კუხნაში ერთ-ორ ჭიქას მაინც წააქცევნენ ტატამზე რაუნდა აკეთონ

09:48 | 27.10.2021
choloka (934)

დღეს ხომ იცი რა სიტუაციაა საქართველოში ან ყველა მღერის ან ყველა ჭიდაობს,ღმერთის წყალობით ბევრი გვყავს კარგი ახალგაზრდა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070406