სხვა

11:45 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჭიკაძე: "პატივისცემა კატარს" - გიგასა და კელვინის დაპირისპირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

კელვინ კატართან ხანგრძლივი და საოცარი ბროლის შემდეგ გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. ქართველი მებრძოლი ფოტოში დღევანდელ მეტოქესთან ერთად არის და ის შემდეგნაირად დაასათაურა:

"პატივისცემა კელვინ კატარს".

UFC-იმ კი აღნიშნული ფოტო შემდეგნაირად დაახასიათა: "არაფერი პატივისცემის გარდა მებრძოლებს შორის".

დაპირისპირებას, რომელიც უკვე დასახელდა ღონისძიების მთავარ დაპირისპირებად დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"2022 წელი შესანიშნავი მთავარი ბრძოლით დაიწყო", - შეინ ბურგოსა.

"რა ბრძოლაა", - ტიაგო მორატა.

"ეს იყო დიდი ბრძოლა წლის დასაწყისში", - ქაბ სვენსონი.

"რა ბრძოლაა", - კამარუ უსმანი.

"წლის პირველი ბრძოლა იყო და უკვე წლის საუკეთესო ბრძოლის კანდიდატია", - დანა უაითი.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძეს აქამდე ჩატარებული 7 ბრძოლიდან ყველა მოგებული ჰქონდა, დღეს კი პირველი მარცხი განიცადა. ჩვენებური პირველი ქართველია, რომელმაც UFC-ის 2 მთავარ ღონისძიების დაპირისპირებაში იჩხუბა.

0.153363