სხვა

10:24 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

წაუგებელი სერია დასრულდა - ჭიკაძე კატართან დამარცხდა (+VIDEO)

მოლოდინი არ გამართლდა და გიგა ჭიკაძემ წაუგებელი სერია დაასრულა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ში მე-8 ბრძოლა კელვინ კატარის წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ორთაბრძოლა 5 რაუნდი გაგრძელდა და რეიტინგის მე-5 და მე-8 ნომრებს შორის 25 წუთიანი დაპირისპირების გამარჯვებულად, მსაჯებმა ერთპიროვნულად ამერიკელი მებრძოლი დაასახელეს. (50:45, 50:45, 50:44).

ჭიკაძეს აქამდე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატჩი 7 ბრძოლიდან ყველა მოგებული ჰქონდა, დღეს კი პირველი მარცხი განიცადა. ამერიკელმა კი კარიერაში მე-7 გამარჯვება მოიპოვა. მარცხის მიუხედავად გიგამ ისტორია დაწერა, რადგან პირველი ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ის მთავარ ღონისძიებაში მეორედ იბრძოლა. ორგანიზაციამ დღის საუკეთესო ბრძოლად სწორედ ჭიკაძისა და კატარის დაპირისპირება დაასახელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113897