ინგლისური „ნიუკასლი“ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურია და გამორიცხული არ არის, „პარი სენ-ჟერმენის“ კოსტარიკელი მეკარე, კეილორ ნავასიც გადაიბირიოს. თუმცა ეს გარიგება, სავარაუდოდ ზაფხულში შეგება, რადგან 35 წლის მეკარეს სეზონის პარიზულ კლუბში ჩამთავრება სურს - გვამცნობს Diario AS.
წყაროს ინფორმაციით, „კაჭკაჭები“ ნავასს უფრო მაღალ ხელფასს შესთავაზებენ.
ნავასი „პარი სენ-ჟერმენში“ მადრიდის „რეალიდან“ 2019 წელს გადავიდა 15 მილიონ ევროდ. ამჟამად კი პორტალი Transfermarkt, მის ტრანსფერს 10 მილიონ ევროდ აფასებს.