„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, პრემიერლიგის 22-ე ტურში „ჩელსისთან“ გამარჯვების შემდეგ (1:0), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„დამსახურებულად მოვიგეთ. რთულია „ჩელსის“ მსგავს გუნდთან ბევრი მომენტების შექმნა. სტუმრები ჩასაფრებულები იყვენენ და ჩვენს კონტრშეტევაზე „დაჭერას“ ცდილობდნენ, მაგრამ თავისივე იარაღით გავუტანეთ გოლი.
„ჩელსი,“ „ლივერპულთან“ ერთად, ერთ-ერთი უძლიერესია კონტრშეტევებზე თამაშისას. თუმცა, კარგად ვიცოდით ვისთან გვქონდა საქმე და საკმარისი მოთმინება გამოვიჩინეთ სტრატეგიული თამაშისას.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.