ყაზანის „რუბინი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის შეკრებაზე თურქეთში, ბელეკში გადის და როგორც გაირკვა, ხვიჩა კვარაცხელია ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ სეზონის პაუზამდე დიდი დატვირთვების გამო სამი ფეხბურთელი შეკრებაზე ინდივიდუალურად მოემზადება და ერთ-ერთი ქართველი შემტევია.
„ინდივიდუალური გეგმები შედგენილია იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც გასული სეზონის ბოლოს დიდი დატვირთვები ჰქონდათ. ეს ეხება კვარაცხელიას, აბილდგორსა და სამოშნიკოვს. ისინი მთელი შეკრების განმავლობაში ინდივიდუალურად იმუშავებენ“, - თქვა სლუცკიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ტურნირზე „რუბინის“ მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი. ყაზანური გუნდი 18 ტურის შემდეგ 22 ქულით მეათე ადგილზეა და სეზონს 28 თებერვალს „ზენიტთან“ დაპირისპირებით განაახლებს, თუმცა მანამდე შეკრებაზე რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი.