სხვა

14:24 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ყვითელაშვილი: "პირველივე ნახტომიდან ყველაფერი არასწორად წარიმართა"

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრმა მორის ყვითელაშვილმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულა. შეჯიბრის შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა კომენტარი გააკეთა და თავისი შედეგით კმაყოფილი არ დარჩენილა.

„რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ ვარ, ყველაფერი არასწორად წარიმართა პირველივე ნახტომიდან. მერე თითოეული ელემენტისთვის მომიწია ბრძოლა და გათვლების გაკეთება. შევცდი, ძალიან ბევრი ქულა დავკარგე. რთული შეჯიბრი იყო, ბოლოს ძალიან დავიღალე. 10 საათი გვქონდა შესვენება, უბრალოდ მინდოდა დასრულებულიყო, რადგან ძალიან ძნელი გახლდათ.

მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. ტრიალის დროს აპლოდისმენტებიც გავიგე. მადლობა ჩემს მწვრთნელებს, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, ჩემს მშობლელს, რომლებმაც ჩემი სჯერათ. ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ მუშაობას. მინდოდა ევროპის ჩემპიონატზე მაქსიმალურად კარგად გამოვსულიყავი, მაგრამ ყველაფერი გამომივიდა. შემდეგ ჯერზე ვეცდები უკეთ ვიასპარეზო და დავამტკიცო, რომ მეტის უნარი მაქვს“, - თქვა მორისმა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალს რუსი მარკ კონდრატიუკი, ვერცხლს იტალიელი დანიელ გრასლი, ხოლო ბრინჯაოს ლატვიელი დენის ვასილიევსი დაეუფლა.

0.115243