ფეხბურთი

13:47 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ შესაძლოა "ფეჰერვარი" დატოვოს, მაგრამ უნგრეთში დარჩეს

ქართველმა ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდი შეიცვალოს. Csakfoci.hu-ს ცნობით, „ფეჰერვარის“ 27 წლის შემტევით „ზალაეგერშეგია“ დაინტერესებულია.

აღსანიშნავია, რომ ამ კლუბმა „ფეჰერვარმა“ უკვე ინათხოვრა ორი ფეხბურთელი (დანიელ შორი და ადამ ჰალმაი), ახლა კი შესაძლოა, იჯარით ზივზივაძეც დაიმატოს. ბუდუს სხვა ქვეყნიდანაც აქვს შემოთავაზებები, მაგრამ წყაროს თანახმად, ყველაზე სერიოზულ ინტერესს „ზალაეგერშეგი“ იჩენს.

მიმდინარე სეზონში ზივზივაძემ 14 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, გოლი კი ორჯერ გაიტანა. ის გასულ სეზონში უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო „ფეჰერვარისთვის“ და 35 შეხვედრაში 12 გოლიც შეაგდო. მას მანამდე „მეზოკოვეშდშიც“ უთამაშია. ასევე იყო დანიური „ესბიერგის“, „დინამო თბილისის“, „სამტრედიასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ წევრი. საქართველოს ნაკრებში მას 8-ჯერ უთამაშია და გოლი არ აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140017