NBA-ში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერ „ფინიქს სანსს“ უმასპინძლა და 94:112 დამარცხდა. სტუმრებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, მაგრამ გადამწყვეტი ბოლო პერიოდი გამოდგა, რომელიც „ფინიქსმა“ 14-ქულიანი უპირატესობით დაასრულა და გამარჯვებაც იზეიმა.
აღნიშნულ შეხვედრაში გოგა ბითაძემ ითამაშა, მაგრამ სულ რაღაც 1:18 წუთი. ამ დროში ქართველ ცენტრს შედეგიანი მოქმედება არ მიუთვლია. „პეისერსში“ საუკეთესო ჯასტინ ჰოლიდეი იყო 25 ქულით, კარის ლევერტმა კი 20 ქულა მიითვალა. „სანსში“ დევინ ბუკერი (35 ქულა) და დეანდრე ეიტონი (27 ქულა) გამოირჩეოდნენ.
„ინდიანას“ ცუდი სეზონი აქვს და პლეი-ოფში მოხვედრა გაუჭირდება, რადგან აღმოსავლეთ კონფერენციაში (15 მოგება, 28 წაგება), მხოლოდ მე-13 ადგილზეა. „პეისერსი“ მომდევნო მატჩს 17 იანვარს, ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რახდება გოგას თავს ტიპს არ ათამაშებენ და 3 მილიონს უხდიან რა გამოდის ბითო წველის ინდიანას როგორც ჯანომ სპარტაკი მოწველა უთამაშებლობით? უშანსოდ აგებს თუ იგებს შანს არ აძლევენ თუ არ ათამაშე როგორ უნდა განვითარდეს. ვერაფერი გავიგე ამ ინდიანას ვერც მწვრთნელის ვერც გუნდის რა უნდათ. პლეოფში მოხვედრის შანსი ამ სეზონში გუნდს რეალურად არ აქვს თეორიულად კი ბატონო როგორც ჩვენს ნაკრებს შესარჩევის დაწყებამდე აქვს ხოლმე