ფეხბურთი

0:15 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" მეტოქეები თურქულ შეკრებაზე ცნობილია

"დინამო თბილისი" ახალი სეზონისთვის მზადებას 22 იანვრიდან თურქეთში გააგრძელებს. შეკრება ბელეკში ორ ნაწილად - 22 იანვრიდან 2 თებერვლამდე და 5 თებერვლიდან 16 თებერვლამდე ჩატარდება, რა პერიოდშიც დედაქალაქელები 8 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

26 იანვარს დინამო უკრაინის პრემიერლიგელ ლვოვს გაეჯიბრება. 29 იანვარს სპარინგ მეტოქეობას სერბული სუპერლიგის მეხუთეადგილოსანი კრუშევაცის ნაპრედაკი გაგვიწევს, ხოლო 1 თებერვალს დინამო ბულგარეთის ჩემპიონს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს - რაზგრადის ლუდოგორეცს შეხვდება. 2 თებერვალს, შეკრების პირველ ეტაპს ჩვენი გუნდი უკრაინის პერშა ლიგის ლიდერ ხარკოვის მეტალისტთან ამხნაგური მატჩით დაასრულებს. თურქული შეკრების მეორე ნაწილი ასევე ბელეკშია დაგეგმილი.

8 თებერვალს დინამო თბილისი უკრაინის ჩემპიონ დინამო კიევს შეხვდება. 10 თებერვალს თბილისელებს მეტოქეობას რუსეთის პრემიერლიგის მეორეადგილოსანი დინამო მოსკოვი გაუწევს. მომდევნო დღეს ჩვენი გუნდი დანიური სუპერლიგის მეხუთეადგილოსან რანდერსთან ითამაშებს, ხოლო შეკრებას კახა ცხადაძის გუნდი 15 თებერვალს, უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის ფახთაქორთან მატჩით დაასრულებს.

თურქეთში გასამართი ამხანაგური მატჩების განრიგი

26 იანვარი: "დინამო თბილისი" - "ლვოვი" (უკრაინა)

29 იანვარი: "დინამო თბილისი" - "ნაპრედაკი" (სერბეთი)

1 თებერვალი: "დინამო თბილისი" - "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი)

2 თებერვალი: "დინამო თბილისი" - "მეტალისტი ხარკოვი" (უკრაინა)

8 თებერვალი: "დინამო თბილისი" - "დინამო კიევი" (უკრაინა)

10 თებერვალი: "დინამო თბილისი" - "დინამო მოსკოვი" (რუსეთი)

11 თებერვალი: "დინამო თბილისი" - "რანდერსი" (დანია)

15 თებერვალი: "დინამო თბილისი" - "ფახთაქორი" (უზბეკეთი)

0.122052