კალათბურთი

23:30 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 6 ქულა და ცსკა-ს გამარჯვება ევროლიგაში

ევროლიგის 21-ე ტურში მოსკოვის ცსკა-მ ფრანგულ „ლიონ ვილერბანს“ უმასპინძლა და 90:83 დაამარცხა. რუსულ გუნდს იოლი თამაში არ ჰქონია და ბოლო პერიოდის წინ მხოლოდ ერთი ქულით იგებდა. თუმცა, დასკვნით ათწუთეულში მოსკოველებმა გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვეს.

თორნიკე შენგელიამ 21:39 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, თითო სამქულიანი და საჯარიმო კი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 5-ს გაუტოლდა.

„არმიელთა“ გამარჯვება იტალიელი დანიელ ჰაკეტის დამსახურებაა, რომელმაც 26 წუთში 27 ქულა ჩააგდო და დიდებული თამაში ჩაატარა.

მოსკოვის ცსკა-ს 12 მოგების საპირისპიროდ 7 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 იანვარს, „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლებს.

0.114397