ესპანელი სპეციალისტი პეპ გვარდიოლა პრემიერლიგის დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონატის ტვიტერის გვერდმა გაავრცელა. გვარდიოლა ზედიზედ მეორე დახდა თვის საუკეთესო, ხოლო "სიტიში" მუშაობის პერიოდში 11-ედ.
გვარდიოლას გუნდმა გასულ თვეში პრემიერლიგაში შვიდი მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 გოლი და ოთხ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. "მანჩესტერ სიტიმ" დაამარცხა "ბრენტფორდი" (1:0), "ლესტერი" (6:3), "ნიუკასლი" (4:0), "ლიდსი" (7:0), "ვულვზი" (1:0), "უოტფორდი" (3:1), "ასტონ ვილა" (2:1).
ამ დროისთვის "ქალაქელები" სატურნირო ცხრილში 53 ქულით პირველ ადგილზე არიან.