ფეხბურთი

18:55 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ნიკლას ზულეს გადაბირებას აპირებს

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ნიკლას ზულე „ბარსელონას“ სატრანსფერო სამიზნე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

ზულე და „ბაიერნი“ ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც შეიძლება ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდეს. ამიტომაც, „ბარსას“ სურს სიტუაციით სარგებლობა და გერმანელი მცველის უფასოდ დამატება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 26 წლის მცველმა „ბაიერნის“ რიგებში 23 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

0.115783