ფეხბურთი

15:28 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალა შესაძლოა "ინტერში" გადავიდეს

„იუვენტუსის“ ფეხბურთელი პაულო დიბალა შესაძლოა ზაფხულში მილანის „ინტერში“ გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

არგენტინელ ფეხბურთელს ივნისში „იუვესთან“ კონტრაქტი ეწურება, რომლის განახლებაზე კლუბს ჯერჯერობით ვერ შეუთანხმდა და აქტიურად საუბრობენ, რომ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დიბალასთვის ბრძოლაში ფავორიტი „ინტერია“, რომლის სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა თავისუფალი აგენტების ტრანსფერებით სახელგანთქმულია და ალბათ, მსოფლიოში ამ მხრივ ბადალიც არ ჰყავს. თანაც, მაროტა მანამდე „იუვეში“ მუშაობდა და დიბალაც ტურინულ გრანდში მან მიიყვანა.

28 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა 2015 წლიდან „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 274-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 109 გოლის გატანა მოახერხა.

0.121115