ისტორია

1:02 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბილბაომ" "ატლეტიკოს" მოუგო და სუპერთასის ფინალში გავიდა

ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს „ატლეტიკი“ ითამაშებს, რომელმაც ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ მოუგო.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი უნაი სიმონის ავტოგოლით დიეგო სიმეონეს გუნდი 62-ე წუთზე დაწინაურდა. თუმცა „როხიბლანკოს“ უპირატესობა მხოლოდ 15 წუთი გაგრძელდა. მერე, იერაი ალვარესმა და ნიკო უილიამსმა 4-წუთია ინტერვალში ორჯერ გაიტანეს და ბასკები ფინალში გავიდნენ.

ამრიგად, ესპანეთის სუპერთასის ფინალში მადრიდის „რეალი“ და „ბილბაო“ შეხვდებიან. მატჩი 16 იანვარს, საუდის არაბეთში შედგება.

0.11171