ჩოგბურთი

1:20 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნაომი ოსაკა ყველაზე შემოსავლიანი ქალი სპორტსმენია

ბიზნეს ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, ვისაც დიდი სლემის ოთხი ტიტული აქვს მოპოვებული, მსოფლიოში ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ქალი სპორტსმენია.

საპრიზო შემოსავლების და სარეკლამო კონტრაქტების ჯამმა 57.3 მილიონ დოლარს მიაღწია. ოსაკას გასულ სეზონში ბევრი არ უთამაშია და ამიტომ, საპრიზო შემოსავლები ნაკლები ჰქონდა. სამაგიეროდ, ბოლო წელიწადნახევარში, ათ ბრენდთან გააფორმა კონტრაქტები.

შარშან ოსაკამ თვითნებურად მიატოვა საფრანგეთის ღია პირველობა, სადაც ასე გააპროტესტა პრეს კონფერენციებზე დასწრების ვალდებულება. მან ეს ფსიქოლოგიურ პრობლემებს მიაწერა, რასაც ჟურნალისტებთან ურთიერთობა იწვევს.

„ფორბსის“ სიაში მომდევნო ადგილებზე არიან სერენა უილიამსი (45.9 მილიონი დოლარი) და მისი უფროსი და, ვენუს უილიამსი (11.3 მილიონი დოლარი). ხუთეულში შევიდნენ ფიგურული ციგურაობის ამერიკელი ვარსკვლავი სიმონე ბაილსი (10.1 მილიონი) და ესპანელი ჩოგბურთელი გარბინე მუგურუსა (8.8 მილიონი).

პირველ ათეულში, ხუთი ჩოგბურთელია. თუმცა „ფორბსი“ გვახსენებს, რომ ეს ბოლო ათ წელიწადში, ჩოგბურთელების ყველაზე დაბალი წილია. გამოცემის ინფორმაციით, 2019 წელს ათივე ადგილი ჩოგბურთელებს ეკავათ.

მსოფლიოს ათ ყველაზე შემოსავლიან სპორტსმენ ქალს ჯამში 166.6 მილიონი დოლარი დაუგროვდა. „ფორბსის“ ინფორმაციით, ეს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 23 პროცენტით მეტია.

0.121652