ფეხბურთი

23:08 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის გარეშე: ტიტემ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგებლობა დაასახელა.

„სელესაოს“ მუნდიალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს და მომდევნო ორი შეხვედრა სატურნირო მოტივაციის გარეშეა. ამდენად, ტიტეს ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა აქვს. ამიტომაც, შემადგენლობაში არ არის "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი ნეიმარი.

მეკარეები: ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ვევერტონი (პალმეირასი)

მცველები: დანი ალვეში (ბარსელონა, ესპანეთი), ემერსონ როიალი (ტოტენჰემი, ინგლისი), ალექს სანდრო (იუვენტუსი, იტალია), ალექს ტელეში (მანჩესტერი, ინგლისი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), გაბრიელი (არსენალი, ინგლისი), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), ტიაგო სილვა (ჩელსი, ინგლისი)

ნახევარმცველები: კაზემირო (რეალი, ესპანეთი), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ბრუნო გიმარეაში (ლიონი, საფრანგეთი), ჟერსონი (მარსელი, საფრანგეთი), ფრედი (მანჩესტერი, ინგლისი), ფილიპე კოუტინიო (ასტონ ვილა, ინგლისი), ლუკას პაკეტა (ლიონი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: რაფინია (ლიდსი, ინგლისი), ანტონი (აიაქსი, ნიდერლანდები), როდრიგო (რეალი, ესპანეთი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო)

ბრაზილიის ნაკრები 28 იანვარს, ეკვადორს ესტუმრება, ხოლო 2 თებერვალს, პარაგვაის უმასპინძლებს. „სელესაოს“ 13 თამაშში 35 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

0.11831