ფეხბურთი

18:18 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი "ინტერის" წარმომადგენელს: "ამას ნუ აკეთებ, თორემ მოგკლავ!"

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ „ინტერის“ გენერალურ მდივან კრისტიანო მოცილოსთან იჩხუბა, რის გამოც 10 000 ევროთი დაჯარიმდა.

34 წლის მცველი იტალიის სუპერთასზე, „ინტერთან“ მატჩის ბოლო წუთზე თამაშში ჩასართველად ემზადებოდა, რომ პენალტების სერიაში პენალტი დაერტყა, მაგრამ ზედ ბოლო წუთზე ჩილელმა ალექსის სანჩესმა გაიტანა და პენალტების სერია საჭირო არ გახდა. შედეგად, ბონუჩი, რომელსაც ტრავმის გამო 90 წუთი თამაში არ შეეძლო, მოედანზე ვერ გავიდა.

გამარჯვების გოლი მის წინ როგორც ჩანს, ძალიან ემოციურად იზეიმა „ინტერის“ წარმომადგენელმა, რამაც ბონუჩი წყობილებიდან გამოიყვანა. იტალიელი „ნერაძურის“ სტაფის წევრს ხელით შეეხო და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა დააკლო: „ჩემს ცხვირწინ ნუ ზეიმობ! რას აკეთებ, ნაბ***არო, მოგკლავ!“, - მიმართა ბონუჩიმ მოცილოს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბონუჩის საქციელი განიხილა და ფეხბურთელი დისკვალიფიკაციას გადაურჩა, მაგრამ 10 000 ევროთი დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ „ინტერთან“ ვესტონ მაკკენის გოლით იგებდა, რასაც ლაუტარო მარტინესმა პენალტით უპასუხა, ხოლო 120-ე წუთზე გამარჯვების გოლი მილანელთა თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა გაიტანა.

0.119062