სხვა

17:00 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევლოევი: "ბრძოლა გაიმართება და თოფურიას შეურაცხყოფისთვის პასუხი იქ მოეკითხება"

UFC-ის რუსმა მებრძოლმა მოვსარ ევლოევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ილია თოფურიასთან ჩაშლილ ბრძოლაზე დაწერა.

როგორც მან განაცხადა, კორონავირუსის გამო ახლა ბრძოლა არ შედგება, მაგრამ ადრე თუ გვიან გაიმართება და ქართველ მებრძოლს შეურაცხყოფისთვის პასუხს ოქტაგონზე მოსთხოვს.

„ახალი კორონავირუსით ვარ დაავადებული. სამწუხაროდ, ინფექცია ჩემი სამთვიანი მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ნაწილში დამემართა, ბრძოლის წინ. აუცილებელია დაავადებისგან განკურნება, შემდეგ რეაბილიტაცია ფილტვების სუნთქვის უნარის აღსადგენად. ყველაფერი უფლის ნებაა. ჩემთვის ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ვერ ისიამოვნა იმ ხალხმა, რომლებიც ამ ბრძოლას ელოდნენ. პირობას ვდებ, რომ სწრაფად დავბრუნდები ოქტაგონზე, კიდევ უფრო მეტს ვივარჯიშებ. ამასობაში, ჩემი მეტოქე აგრძელებს მის მიერ დაწყებულ შეურაცხყოფას. ბრძოლა ადრე თუ გვიან გაიმართება და ამისთვის იქ მოეკითხება“, - წერს ევლოევი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას აქამდე 11 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა გამარჯვებით დააასრულა. ქართველმა ბოლოს 10 ივლისს, რაიან ჰოლთან იბრძოლა და პირველივე რაუნდის მეოთხე წუთზე ნოკაუტით იმარჯვა. კონკრეტულად UFC-ში კი ილიას 3 ბრძოლიდან სამივე მოგებული აქვს. ევლოევისა და თოფურიას ბრძოლა 2022 წლის 22 იანვარს UFC 270-ზე უნდა გამართულიყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138266