ფეხბურთი

15:53 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი სალაჰის კონტრაქტის შესახებ

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ჟურნალისტებს მისი გუნდის ლიდერის, მოჰამედ სალაჰის ახალი კონტრაქტის შესახებ ესაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებში ის ეგვიპტელი ვარსკვლავის მხარესაა.

„ვიცით, რომ სალაჰს „ლივერპულში“ დარჩენა სურს. ეს ჩვენც ძალიან გვინდა. თუმცა სიტუაციის გასარკვევად დროა საჭირო. მის მხარეს ვარ და ვიმედოვნებ, კლუბის ხელმძღვანელობა გონივრულად მოიქცევა. მაპატიეთ, მაგრამ მე არაფრის შეცვლა შემიძლია. თუმცა, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.

სანერვიულო არაფერია. ნორმალური პროცესია. ფეხბურთელს აქვს კონტრაქტი, რომელიც 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

სალაჰი მსოფლიო დონის მოთამაშეა. მან ბევრი კარგი გააკეთა „ლივერპულისთვის.“ ვნახოთ, რა გამოვა.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს The Guardian.

0.116908