ფეხბურთი

12:48 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილი ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია

გიორგი პაპუნაშვილი ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი იმერული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

26 წლის ნახევარმცველი „ტორპედოს“ თურქულ შეკრებაზე მალე შეუერთდება და გუნდთან ერთად მოემზადება. პაპუნაშვილი ბოლოს ლიმასოლის „აპოლონში“ თამაშობდა, რომლის მაისურით მხოლოდ 10 თამაში ჩაატარა ერთი სეზონის განმავლობაში, გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

პაპუნაშვილს მანამდე „დინამო თბილისში“, ბრემენის „ვერდერის“ მეორე გუნდში, სანტანდერის „რასინგსა“ და „სარაგოსაში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში მას 14-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარში 3 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, "ტორპედომ" ბოსნიელი მეკარის, დინო ჰამზიჩის ტრანსფერი დაადასტურა. ის "ტორპედოში" გასულ სეზონშიც თამაშობდა და ამრიგად, იმერულ კლუბში დაბრუნდა.

0.063879